ცაგერის მუნიციპალიტეტის, ნასპერის საჯარო სკოლას უფრო მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი შეემატა.
დაწყებითების პედაგოგს, ირინა ფუტკარაძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა ირინა ფუტკარაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.