მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან-ნონა ყურუასთან და კლასის დამრიგებელთან-ეკა ხაჟომიასთან ერთად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვივნენ.
თეატრმა საიბილეო საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წარმოადგინა.
„სიმართლე“ ასე ერქვა ფრანგი დრამატურგის - ფლორიან ზეიერის ტრაგიკომედიას, რომელიც მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა მცირე სცენაზე ჩვეული ოსტატობით წარმოადგინეს. მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ ნანახით, რაც ხელს შეუწყობს თეორიული და კულტურული ცოდნის პრაქტიკაში გააზრებას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო