ვალის N4 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
11-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელ ირმა ჯანაშვილის ორგანიზებით საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების მოწყობაში მოსწავლეები და მშობლები აქტიურად ჩაერთნენ.

მათი დახმარებით სკოლის ეზოში საშემოდგომო კუთხე, ხილისა და ბოსტნეულის გამოფენა მოეწყო.

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ბოლოს ჩურჩხელებიც ამოავლეს.

ღონისძიება მხიარულად წარიმართა.

ამავე დღეს პატარები ეწვივნენ მესხეთის დრამატულ თეატრს და ნახეს საბავშვო სპექტაკლი „წითელქუდა“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...