გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „ადგილი, სადაც ადრე ქალაქი იყო“ განხორციელდა
11-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დასრულდა სასწავლო  პროექტი - „ადგილი, სადაც ადრე ქალაქი იყო“. პროექტის ხანგრძლივობა მოიცავდა ორ კვირას და მასში V, VI, VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი მოიცავდა ხელმძღვანელი პედაგოგისგან ლექციას ზოგადად არქეოლოგიის და ქართული არქეოლოგიის მიღწევების შესახებ, გუნდების შექმნას და ინფორმაციის მოძიება-ორგანიზებას, პრეზენტაციას ვანის ნაქალაქევის შესახებ.

მეორე ეტაპი-სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას მარშრუტით-ჩოხატაური-ვანის ნაქალაქევი-სოფელ დიხაშხოს თერმული წყლები-კურორტი სულორი-ჩოხატაური (აქვე აღვნიშნავ- სკოლის სახელით უღრმესი მადლობა ბატონ ომარ გაბუნიას ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გიდს საინტერესო და სასიამოვნო მასპინძლობისთვის).

მესამე ეტაპი შედეგების განხილვა-შეჯამება. კედლის გაზეთისა და და სლიდ-შოუს შექმნა, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია მიეწოდა სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...