რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლენტეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს ესტუმრნენ
11-11-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები სოციალური პროექტის - „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელების“ ფარგლებში ლენტეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს ესტუმრნენ.
პროექტის ხელმძღვანელი ნანა ტვილდიანია.
მოსწავლეები განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდნენ და ესაუბრნენ, რა დროსაც მათი თემის სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ ინფორმაცია გაარკვიეს.