თამარიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ღია ცის ქვეშ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
11-11-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თამარიანის საჯარო სკოლის I კლასში პედაგოგ ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით ღია ცის ქვეშ  ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი.

„გაკვეთილის თემა იყო „ნაგავი ჩვენს ირგვლივ“, რომლის მიზანიც გახლდათ გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელება და მოსაზრებების გამოთქმა.

გაკვეთილი საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებმა ისაუბრეს მოსალოდნელ საფრთხეებზე და შეძლებისდაგვარად დასახეს პრობლემის გადაჭრის გზებიც“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203