ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-11-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მეათე კლასის ორი მოსწავლე ირაკლი შკუბულიანი და დათო საღინაძე განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრომ წარჩინებული სწავლისათვის კომპიუტერებით დააჯილდოვა.
კომპიუტერები მოსწავლეებს პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს