წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N1 საჯარო სკოლის I კლასელებმა შემოდგომას ფერადი ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ფერადი ფოთლებისა და ხილის გამოყენებით ლამაზი დეკორაციები დაამზადეს და შემოდგომის ერთ თბილ და მზიან დღეს სკოლის ეზოში გამოფინეს.
I კლასელებმა ლექსები მიუძღვნეს ხვავრიელ და ბარაქიან შემოდგომას და თავისი შემოქმედებით დაატკბეს შეკრებილი მოსწავლეები და მასწავლებლები.
სკოლის დირექცია ღონისძიების ხელმძღვანელს და მონაწილეებს სასიამოვნო ზეიმისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები