ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული მულტფილმის გმირები გააცოცხლეს
11-11-2019

ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული მულტფილმის გმირები გააცოცხლეს. მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, ქართულ მულტფილმებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

„არ გვინდა „ჰელოუინი“, გვინდა ქართული მულტფილმები. 5გ კლასმა გააცოცხლა ქართული მულტფილმის გმირები. მოსწავლეებმა ჯგუფურად წარადგინეს პრეზენტაცია: „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „სოფლის მაშენებლები“, „მტრობა“ და „ლურჯი მელია“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი და აღნიშნავს რომ პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა ორი მულტფილმის „ჩხიკვთა ქორწილის“ და „მტრობას“ ჩვენება მოაწყეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203