დაშბაშის საჯარო სკოლაში თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
11-11-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, დაშბაშის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა რიმა მარტიროსიანმა თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, მასწავლებელმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.