ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს.
„2018-2019 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს დამსახურებული სახელმწიფო საჩუქარი გადაეცათ. ვულოცავთ ამ წარმატებას და კიდევ მრავალ წინსვლას ვუსურვებთ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.