ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას პლასტმასის გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდეს
11-11-2019

ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლასტმასისგან დამზადებული ნივთების გამოფენა მოაწყეს.

VII კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებას პლასტმასის გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდეს. მათ პლასტმასის სხვადასხვა ნივთებს სხვა სიცოცხლე აჩუქეს და განსხვავებული სახით წარმოადგინეს.

ნიჭიერმა გოგონებმა პლასტმასის ბოთლებისგან ქოთნები დაამზადეს, თავსახურებისგან კი სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს.

დირექციამ ხელმარჯვე გოგონებს არაჩვეულებრივი გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...