რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
08-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირის საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს, მერი აბრამიშვილს, მარიამ პაპუნაშვილს და ნინო ძამუკაშვილს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.
„სასიხარულოა, როცა შრომის ნაყოფს ხედავ… სკოლისათვის, მასწავლებლისათვის ნაყოფი სხვა არაფერია, თუ არა მოსწავლის წარმატება. წარმატების კიდევ ერთი დასტურია, რომ პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლა მათ ულოცავს და კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრჯერ მოგვანიჭებთ სიხარულს თქვენი წარმატებით!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს საჩუქრად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გადასცემს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს