ციხისფერდის საჯარო სკოლაში დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ღონისძიება გაიმართა
08-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ციხისფერდის საჯარო სკოლამ დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები - ბადრი მუჯირი, ზურაბ ჭურკვეიძე, ნარგიზ სალუქვაძე და ციური სულაბერიძე საზეიმოდ გააცილეს.

მათ პატივსაცემად სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესრულდა, მოსწავლეებმა პედაგოგებს ცეკვა და სიმღერა მიუძღვნეს, ასევე მასწავლებლებს შორის მხიარული შეჯიბრი მოეწყო.

ღონისძიებას პედაგოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე როზა გოგუაძე ესწრებოდა. მან პედაგოგებს სიტყვით მიმართა,  საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203