გრემის საჯარო სკოლის მოსწავლემ „ილიაობაზე“ საკუთარი ნამუშევრები გამოფინა
08-11-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის გრემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ილიაობა“ განსაკუთრებულად აღნიშნეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო გრემის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ თაკო ხეჩიაშვილმა.

„ჩვენი სკოლის სახელით, ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლასა და სრულიად საქართველოს გილოცავთ წმინდა ილია მართლის 182-ე წლისთავს“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203