ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სერტიფიკატებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„ეტალონის" სიგელი  ჩემპიონატის მონაწილე ორმა მოსწავლემ, ნინო ბორშოძემ (Xკლასი) და  ელენე ზათიაშვილმა (XI კლასი), მიიღეს.

შესარჩევ ეტაპზე წარმატებული მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ეს მოსწავლეები არიან: მარიამ რაიბული (Xკლასი), რატი ზათიაშვილი (Xკლასი) და ლიზი ბარხუდანაშვილი (Xკლასი).

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203