ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის 3 პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
08-11-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქვედა ცაგერის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი ახალი წარმატებებით დაიწყო.

სკოლაში სამი მასწავლებელი - ნუნუ კოპალიანი, მარინა ლეთოდიანი, ხათუნა ბენდელიანი წამყვანი გახდა.

სულ სკოლაში არის 4 წამყვანი და 17 უფროსი მასწავლებელი.

სკოლა მასწავლებლებს ულოცავს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203