იყალთოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

I ადგილი - „კომეტა“

II ადგილი - „შევარდენი“

III ადგილი - „დელფინი"

თამაში 15 სხვადასხვა დონის შეკითხვისაგან შედგებოდა. მე-8 შეკითხვაზე კაპიტნების ტური გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თამაშმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი აღძრა.

ჩემპიონატში მონაწილეობდა 4 გუნდი: VI კლასი-„იყალთოელი ჭინკები“, VII კლასი- „დელფინი“, VIII კლასი-„შევარდენი“ და  IX კლასი- „კომეტა“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203