წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თექის სწავლების პროგრამა ხორციელდება
08-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის  წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში (დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა) ორი წელი მიმდინარეობდა თექის დეკორატიული დამუშავება.

თექის დეკორატიული დამუშავებაში ინტერესით იყვნენ ჩართულები VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, წელს, მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით ისევ დაიგეგმა თექის სწავლების პროგრამა, რომელიც სამ თვეში დასრულდება.

ამჯერად, სწავლებაში ჩაერთო არამარტო წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის, არამედ სხვა სკოლის მოსწავლეები (წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა და გვიშტიბის საჯარო სკოლა), მათ შორის არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე.

სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ ყველა მოსწავლე თექის სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203