
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის - „დავითიანი - მარინა გორშკოვა“ მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ გაკვეთილი ჩაუტარდათ.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „კატერინენფელდიდან დღევანდელ ბოლნისამდე“ და მისი მიზანი კულტურული მრავალფეროვნების დაფასება იყო.
როგორც სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, XIX საუკუნეში ევროპიდან ბოლნისის ტერიტორიაზე გადმოსახლებულმა გერმანელებმა უნიკალური ევროპული კულტურული მემკვიდრეობა დატოვეს, რომელიც მეტ ხიბლს სძენს ისედაც კულტურული მრავალფეროვნებით მდიდარ ქვემო ქართლს.
იხილეთ ფოტოები