რცხმელურის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა მირზა მუსელიანმა სტატუსი აიმაღლა
08-11-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა მირზა მუსელიანმა სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ამჟამად სკოლას სულ 11 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს