წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე შექმნილი ბუნების მოყვარულთა კლუბი აქტიურად მუშაობს
08-11-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე შექმნილია ბუნების მოყვარულთა კლუბი: „რეინჯერები - ბუნების მეგობრები“.

კლუბის ხელმძღვანელია მასწავლებელი ნატო შვანგირაძე.

კლუბი აქტიურად მუშაობას ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„რეინჯერების“ მთავარი მოვალეობა და უპირველესი საზრუნავია ბუნების დაცვა, გაფრთხილება... ამიტომ დავამზადეთ პლაკატები და ყველა კლასის მოსწავლეს კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენი მოვალეობები“, - აცხადებს მასწავლებელი ნატო შვანგირაძე.

ამის გარდა, მოსწავლეებმა მოიძიეს იშვიათი ჯიშის ხეების ნერგები, ისეთი, როგორიცაა უთხოვარი და სკოლის ეზოში დარგეს.

დირექტორი მადლობას უხდის მათ პედაგოგს და ხელმძღვანელს ნატო შვანგირაძეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203