გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებული თანატოლისადმი მხარდაჭერა გამოხატეს
08-11-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გეგუთის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა „სიკეთის დღე“ მოაწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ამ დღეს მზრუნველობამოკლებულ თანატოლს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში წაიკითხეს განცხადება, რომ ერთ მათ მზრუნველობამოკლებულ თანატოლს ესაჭიროებოდა მხარდაჭერა და მასთან დასამეგობრებლად წავიდნენ სოფელში კლასის დამრიგებელთან ერთად. ბევრი სიხარული და სიყვარული იყო იმ დღეს ყველა მათგანის გულებში და მასპინძლებსაც გაუზიარეს ეს სითბო და მზრუნველობა. ადამიანი ადამიანისთვის მზეა, და იმ დღეს ბევრი მზე იყო ერთად!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს