ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში პროექტი -„მე მიყვარს კითხვა“ განხორციელდა
08-11-2019
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში, IV ა კლასის ხელმძღვანელის, ვერიკო მიქატაძის, ხელმძღვანელობით, პროექტი - „მე მიყვარს კითხვა“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მეოთხეკლასელებმა შერჩეული ლიტერატურა წაიკითხეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თავისი ასაკის შესაბამისად შეძლეს წიგნის გმირებსა და პრობლემებზე ესაუბრათ და  შემდეგ კითხვებზე ეპასუხათ.

პროექტის პრეზენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

„უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“-სწორედ ამ მიზნით დაუმეგობრდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მე-4 საჯარო სკოლის IVა კლასი. შეირჩა სამი წიგნი ა. ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ , რ. ინანიშვილის „გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა“ და დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზო“. ბავშვები ჯგუფური პრინციპით კითხულობდნენ და მუშაობდნენ სასურველ ლიტერატურაზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პროექტი ძალიან საინტერესოდ განხორციელდა. მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. ბიბლიოთეკამ პროექტის ხელმძღვანელს და თავის მოსწავლეებს სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მოუმზადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203