ორმეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
08-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორმეთის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

კერძოდ კი უფროსი მასწავლებლები გახდნენ ევა ბარამიძე და ნონა ჭედია.

სკოლა მასწავლებლებს ულოცავს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203