ხარაგაულის N3 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგი გააცილეს
08-11-2019
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვენერა კიკნაძე, სკოლიდან დამსახურებულად გააცილა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა ვენერა კიკნაძის მრავალწლიანი შრომის დადებით შედეგს კვლავ იმკის.
„ვენერა კიკნაძე-ხარაგაულისათვის ეს სახელი და გვარი ძალიან ბევრს ნიშნავს. ღვაწლმოსილი პედაგოგი ახალი სასწავლო წლიდან დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლიდან დამსახურებულად წავიდა. მისი შრომის შედეგს კი სიამაყით კვლავ ვიმკით. გასულ სასწავლო წელს „კინგსის“ სასკოლო ოლიმპიადაში ქალბატონი ვენერა კიკნაძის მოსწავლეებმა საუკეთესო წარმატებას მიაღწიეს. პედაგოგი ვერცხლის სერტიფიკატით დაჯილდოვდა, მოსწავლეები კი - სხვადასხვა ხარისხის დიპლომებით. გასაოცარი იყო ჩართულობის მაღალი დონე. გვჯერა, ეს მოსწავლეები ვენერა კიკნაძის გაკვალული გზით ივლიან და კვლავაც ბევრ წარმატებას მიაღწევენ!“- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს