გურიანთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
08-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში წარმოთქვეს ლექსები და პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათა შორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203