დაბლაციხის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა ნიკო მარის სახლ-მუზეუმის ეზოში ყვავილები დარგეს
08-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა პროექტის - „ნიკო მარი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ დასკვნითი ნაწილი განახორციელეს.

ბავშვები, კლასის ხელმძღვანელ მარიამ ონიანის, სკოლის ფასილიტატორის, ქალბატონი მაია კუდალაძის, სკოლის დირექტორის, ბატონი ერეკლე ჯიქიას ხელშეწყობით, პროექტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ესტუმრნენ ნიკო მარის სახლ-მუზეუმს.

ღონისძიება ემოციური და შემეცნებითი იყო, მუზეუმიდან წამოსვლისას კი, მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოში სამახსოვროდ დარგეს ყვავილის - აგავა „პრინცესას“ ნერგები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203