
ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა დალი ბობოხიძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი პედაგოგი გახდა.
სკოლა მასწავლებელს ულოცავს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.