სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მასწავლებელო, შენი სიბრძნე ჩემი ცხოვრების საძირკველია“ ჩატარდა
08-11-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, მასწავლებელმა, მანანა ნაცვლიშვილმა, მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიება - „მასწავლებელო, შენი სიბრძნე ჩემი ცხოვრების საძირკველია“ ჩაატარა.

მოსწავლეებმა ყოველი ლექსი განსაკუთრებული ემოციით, სიყვარულით წარმოთქვეს. ღონისძიებაზე არაერთი თბილი სიტყვა ითქვა, იყო მოგონებები, კურიოზები... განსაკუთრებით სახალისო კი ინტერვიუ მასწავლებელთან აღმოჩნდა.

პედაგოგებმა გაიხსენეს მოსწავლეობის პერიოდი, კურიოზები სკოლის ცხოვრებიდან, ისაუბრეს საკუთარ პროფესიულ არჩევანზე...

ეს, უდავოდ, განსაკუთრებული დღე იყო, ასევე განსაკუთრებული ღონისძიებით, სადაც იგრძნობოდა უზომო სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203