მასწავლებელთა გამოცდის ბოლო დღეს აპლიკანტთა დაახლოებით 22% არ გამოცხადდა
08-11-2019

საქართველოში შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები დასრულდა. დღეს ტესტირება აპლიკანტებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და სპორტში ჩააბარეს.  

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული მონაწილეებიდან ტესტირებაზე 78%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა, 22%-მდე კი ტესტირებაზე არ მივიდა. 

შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი დღეს, 8 ნოემბერს დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203