ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში „მე და საზოგადოებაში“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
08-11-2019

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის III კლასის მასწავლებელმა (ნ.ჟორჟოლიანმა) პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში „მე და საზოგადოებაში“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

კომპლექსური დავალების თემები იყო - „რა როლი მაქვს ოჯახში“, „როგორ შემიძლია ზრუნვა“ და „ჯანსაღი კვება“.

მოსწავლეებმა scratsch-ის პროგრამაში სხვადასხვა თემაზე ზრუნვის მაგალითები წარმოადგინეს. ასევე გაითამაშეს როლები: ექიმები და პაციენტები, სადაც ამომწურავად იყო ყველა პაციენტის მიერ დასმული შეკითხვაზე პასუხი გაცემული.

გაკვეთილს კურიკულუმის ექსპერტი შორენა ტყემალაძე და ასისტენტი ია ცერცვაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203