ხორხელის საჯარო სკოლაში კულინარიული კონკურსი ჩატარდა
08-11-2019

„ჩვენი საქართველო, რა ვიცი და რა შემიძლიას“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ხორხელის საჯარო სკოლაში მეხუთეკლასელთა შორის კონკურსი - „მეგრული სამზარეულოს კერძები“ გაიმართა.

ბავშვებმა კონკურსზე მოამზადეს მეგრული კერძი „ელარჯი“, პედაგოგის, ასმათ ბაბაკიშვილის დახმარებითა და მეთვალყურეობით.

კონკურსი მეტად სახალისო და „მადისაღმძვრელი“ აღმოჩნდა, რომელშიც პატარა კულინარებმა,  სკოლის პედაგოგთან ერთად, მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ლაზათი ზედმიწევნით კარგად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203