ბანოჯის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
08-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ინტელექტუალური თამაში - ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.

კონკურსში III-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალურ თამაშში სულ ექვსი გუნდი „ათენა“, „ნიკე“, „იმბატუტო“, „ფენიქსი“, „აზრიანი“ და „საზრიანი“ მონაწილეობდა, რომლებმაც საკმაოდ შთამბეჭდავად გაართვეს თავი რთულ დავალებებს.

ჯანსაღი კონკურენციის პირობებში „ნიკეს“, „ფენიქსისა“ და „საზრიანის“ გუნდებმა მოიპოვეს გამარჯვება.

„თამაშის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები. სკოლის დირექტორი მიესალმა მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და სიურპრიზებსაც დაჰპირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია მომავალი კონკურსისათვის“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203