ძიმითის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი - „ვსწავლობთ თამაშით“ ჩატარდა
08-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის საჯარო სკოლაში პროექტის - „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში, III და IV კლასის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი - „ვსწავლობთ თამაშით“ ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო - „ცხოველები“ (Animals). მასწავლებელი  ხათუნა სალუქვაძე გახლავთ. 

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სკოლაში მთელი სემესტრით შედის ჯგუფი ოთხი ქოუჩის შემადგენლობით. ქოუჩები სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად ზრუნავენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის გარდაქმნაზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203