ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ცხელ შოკოლადთან ერთად სახალისო გრამატიკის გაკვეთილი ჩატარდა
08-11-2019

ხაშურის N7 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებისთვის, მასწავლებელ ლია მეტივიშვილის ხელმძღვანელობით, ცხელ შოკოლადთან ერთად სახალისო გრამატიკის გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა, ლია მასწავლებელთან ერთად, მოამზადეს ცხელი შოკოლადი. გამოყენებული ნივთებიდან და მასალებიდან კი დაასახელეს მეტყველების ნაწილები: არსებითი სახელი - ჭიქა, შოკოლადი, შაქარი; ზედსართავი სახელი - გემრიელი, ტკბილი, ცხელი; ზმნა - გავაკეთეთ, დავასხით, მივირთვით; რიცხვით სახელის სამივე კატეგორია - რიგობითი, რაოდენობითი, წილობითი.

გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო, მოსწავლეებმა პრაქტიკული მაგალითებით განიმტკიცეს ცოდნა და გრამატიკა ყოველდღიურ საქმიანობასთან დააკავშირეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203