ბაღდათის N1 საჯარო სკოლა მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
08-11-2019
ბაღდათის N1 საჯარო სკოლა 2018-2019 სასწავლო წლის ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ასევე სიგელი გადაეცა სკოლის კურსდამთავრებულ თორნიკე მაისურაძეს, რომელმაც მე-12 კლასში ბიოლოგიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გაიმარჯვა. 

სკოლის დირექცია ულოცავს ბაღდათის N1 საჯარო სკოლადამთავრებულს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ღირსეული გამარჯვებისათვის მინიჭებულ სიგელს.

„ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს - თორნიკე მაისურაძეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ღირსეული გამარჯვებისათვის მინიჭებულ სიგელს. ასევე ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203