
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართული.
სკოლის ორი მოსწავლე მაგდა ბერიძე და თამუნა ბერიძე მუნიციპალურ ტურში მონაწილეობდნენ.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამუნა ბერიძემ მე-4 ადგილი დაიკავა.
„ჩემთვის მთავარია მონაწილეობა და ყველა მოსწავლეს, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, წარმატებებს ვუსურვებ" - აღნიშნა თამუნა ბერიძემ და ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონში“ აქტიური მონაწილეობისათვის მოუწოდა.
იხილეთ ფოტოები