ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში პროექტი - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ ხორციელდება
08-11-2019

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში პედაგოგ ლილი მენაბდის ხელმძღვანელობით  პროექტი - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ ხორციელდება.

პროექტში ჩართულები არიან უფროსკლასელები, მასწავლებლები, მშობლები, მანდატურები, ასევე სკოლასთან არსებული მართლმადიდებელთა კლუბი „კანდელი“, რომელსაც  გიორგი სალუქვაძე ხელმძღვანელობს.

„დღეს სკოლის სტუმარი მამა გიორგი იყო. მისმა გულთბილმა საუბარმა, შეგონებამ, დარიგებამ დადებითად იმოქმედა აუდიტორიაზე. მან გულწრფელად უპასუხა შეკრებილთა შეკითხვებს. პროექტის ფარგლებში კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203