ბახვის საჯარო სკოლამ საპენსიო ასაკის მასწავლებლები დიდი პატივით და სიყვარულით გააცილა
08-11-2019
მინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლამ დიდი პატივით და სიყვარულით აღნიშნა სკოლიდან წასული მასწავლებლების გაცილების დღე.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.

კოლეგებმა მათი განვლილი გზა გაიხსენეს. ოზურგეთის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ როზა გოგუაძემ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს მადლობის ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203