
გორის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლაში VII-VIII-IX კლასის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, თამაშში სამი გუნდი - „ოპტიმისტი“, „მაძიებლები“ და „ლამპარი“ მონაწილეობდა.
თამაში მიმდინარეობდა საინტერესოდ, პოზიტიურ ვითარებაში. შედეგების მიხედვით გაიმარჯვა გუნდმა „ოპტიმისტმა“.
თამაშის მონაწილეებმა მიულოცეს გამარჯვებულ გუნდს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები