„ანბანის შემობრძანება“ - ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საზეიმო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-11-2019

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის საჯარო სკოლის I კლასში ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღია გაკვეთილი - „ანბანის  შემობრძანება“ ჩატარდა.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სანახაობა იყო მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ცხოველებისა და მცენარეთა ნიღბებით როლურ თამაშებში მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203