უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
08-11-2019

ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

გოგონათა საერთაშორისო დღის ფარგლებში, მოსწავლეებს შორის საინფორმაციო საუბარი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, საუბარი ისეთ მიზნებს ეხებოდა როგორიცაა გოგონების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის ხაზგასმა. ასევე სასაუბრო თემა შეეხო გოგონების ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებასა და ამ პროცესში საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრებას.

ამ დღისთვის შექმნილ ფორმატზე გოგონებმა საკუთარი სურვილები დაწერეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203