წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ინგლისის ღირსშესანიშნაობები“ პრეზენტაცია ჩაატარეს
08-11-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქეთევან სარალიძემ, მარიამ ქელეშაშვილმა, თინათინ კვიცარიძემ და ნინო ჭანკვეტაძემ პროექტის  - ინგლისის ღირსშესანიშნაობები“ პრეზენტაცია ჩაატარეს.

მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგი ნანა კალანდაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა შეისწავლეს ინგლისის ისტორია და მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია ინგლისის ღირსშესანიშნაობებზე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. თემა აქტუალური იყო. პრეზენტატორები ინგლისურ და ქართულ ენებზე მეტყველებდნენ, რაც ძალზე სასიამოვნო იყო მსმენელთათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203