კაკაბეთის საჯარო სკოლაში პროექტ - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სახალისო და საინტერესო საგაკვეთილო პროცესი ინერგება
08-11-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლა მიმდინარე წლის 24 მარტიდან ჩართულია პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“.

მიმდინარე სასწავლო წელს I-IV კლასებში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სახალისო და საინტერესო საგაკვეთილო პროცესი ინერგება.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ტექნოლოგიების ინტეგრირებით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, თანამშრომლობითი, კომუნიკაციის, ინიციატივის გამოვლენის, ტრანსფერის და დამოუკიდებელი საქმიანობის უნარ-ჩვევები.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სკოლაში მთელი სემესტრით შედის ჯგუფი ოთხი ქოუჩის შემადგენლობით. ქოუჩები სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად ზრუნავენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის გარდაქმნაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203