განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კერძების ფესტივალში მონაწილეობდნენ
08-11-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქართული, სომხური და დუხობორების თემის კერძების ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდა.

ფესტივალში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი მაკა ანთაძე და ქართული ენის კლუბის ოთხი წვერი: გაიანე ბადიშიანი, ჰრიფსიმე სლდოიანი, მარგარიტა აბგარიანი და ლიდა ქეთციანი მონაწილეობდნენ.

სკოლის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეებმა მოამზადეს ქართული ტრადიციული კერძები და ღირსეულად წარდგნენ მუნიციპალიტეტის დონეზე გამართულ ღონისძიებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203