თბილისის N45  სკოლა საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამოდელო კლუბის აქტიური წევრია
08-11-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოქმედ საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამოდელო კლუბი „ჩხირკედელა“ შეიქმნა.

კლუბის საქმიანობაში თბილისის N45 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლები - ნანა რამიშვილი და თამილა ბეგაშვილი  აქტიურად ჩაერთნენ.

ასევე კლუბის აქტიური წევრები გახდნენ თბილისის N45 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კლუბი „ჩხირკედელა“ არის ახალი სასწავლო გარემოს მოდელირება, სადაც მოსწავლეები შეძლებენ კვლევითი უნარების განვითარებას საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა და ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის რეალიზებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203