ორბელის საჯარო სკოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდა
07-11-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორბელის საჯარო სკოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი და ფედერაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუმრები სპორტის მასწავლებელს და ფეხბურთის მოყვარულ მოსწავლეებს შეხვდნენ და ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს საჩუქრად ფორმები, მაისურები და ბურთები გადასცეს.
სკოლის დირექცია მათ მადლობას უხდის.
„სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას გიხდით საპატივცემულო ადამიანებო ჩვენი მოსწავლეების გახარებისთვის, გულითადი მხარდაჭერისა და საინტერესო დაპირებებისთვის. ჩვენ გვჯერა თქვენი, ერთობლივად ყველა პრობლემას დადებითად გადავჭრით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს