თბილისის N83 საჯარო სკოლას გერმანიის პარტნიორი სკოლის სტატუსი მიენიჭა
07-11-2019

თბილისის N83 საჯარო სკოლაში  საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ ანგელა შმიდტი - საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრის კონსულტანტ -კოორდინატორი და ბარბარა დე ჩაშელი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე საქართველოში.

თბილისის N83 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინელი ადამაშვილმა ღონისძიება საზეიმოდ გახსნა. სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოსა და გერმანიის ჰიმნები.

N83 საჯარო სკოლაში მეოთხე წელია გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით გაძლიერებულად ისწავლება გერმანული ენა.

N83 საჯარო სკოლას ოფიციალურად მიენიჭა გერმანიის პარტნიორი სკოლის სტატუსი და ქალბატონმა ანგელა შმიდტმა სკოლის მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცა გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი B1 დონის დიპლომები.

დასასრულს სტუმარმა მადლობა გადაუხადა სკოლის ადმინისტრაციას, საელჩოს წარმომადგენელს, გერმანული ენის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერთობლივ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203