ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლაში ფილმის - „საოცრება“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი პროექტის - „გულით, გონებით, ხელებით“ ფარგლებში აჩვენეს, რომლის მიზანიც ინკლუზიური სწავლებისა და სსსმ მოსწავლეების სოციუმში ჩართულობის ხელშეწყობაა. ფილმის ნახვის შემდეგ დისკუსია გაიმართა. განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ ფსიქოლოგი თამარ ბებია იყო მიწვეული.
პროექტი - „გულით, გონებით, ხელებით“ ხორციელდება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. აქტივობების განხორციელებაში სკოლას ლიდერობის სპეციალისტი თეა გაბელაია, კურიკულუმის ექსპერტი ცირა სართანია და ტექნოლოგიების ექსპერტი ლაშა ლოგუა ეხმარებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს